Logo

თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო ჰამბურგის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა

მსოფლიო
09.03.2025 / 15:25
Frontnews image description

გერმანიაში ჰამბურგის ჰელმუტ შმიდტის აეროპორტმა თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო მუშაობა მთლიანად შეწყვიტა.

ჰამბურგის აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, დღეს დაგეგმილი იყო 144 ჩამოფრენა და 139 გამგზავრება, საიდანაც აეროპორტმა დღეს დილით მხოლოდ 10-მდე ფრენის განხორციელება შეძლო.

აეროპორტი მგზავრებს მოუწოდებს, მათი ფრენების შესახებ ინფორმაციისთვის შესაბამის ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ.

გაფიცვა Ver.di-ს პროფკავშირების მიერაა ორგანიზებული. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, ხელფასების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

თაგები:

ჰამბურგი
Advertisement