თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ შვედი ექსპერტი დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნიკ ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს, მედალი "ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.
ვიცე-პოლკოვნიკმა ტომას გილმანმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. შვედმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ღონისძიებას SNGP-სა და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შვედი ექსპერტი JTEC-ს წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვაში დახმარებას უწევდა და ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.
მნიშვნელოვანია ექსპერტების წვლილი JTEC-ის განვითარებასა და წარმატებაში; 2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს