თავდაცვის ძალების შესახებ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ლექცია ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების შესახებ ლექცია გაიმართა. J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ კადეტებს პრეზენტაცია წარუდგინა.
ლექცია კითვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
ღონისძიების პარალელურად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ამსახველი ფოტოები გამოიფინა.
30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლის ხდება. საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის უწყება პრეკამპანიის ფარგლებში მართავს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს