თავდაცვის მინისტრი საარტილერიო ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.
უწყების ხელმძღვანელი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მის მოადგილესთან ზურაბ აზარაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.
მინისტრმა ბაზაზე ყაზარმებისა და სასადილოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. დასრულების ფაზაშია შენობების შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს ბაზამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს