თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ კომპანია Ottobock SE & Co. KGaA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, პროთეზების მწარმოებელ ცნობილ გერმანულ კომპანია (Ottobock) ოტობოკ-სა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრს“ შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, Ottobock SE & Co. KgaA-ის წარმომადგენლებმა დენის ვოლტერმა და შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა თამილა ერისთავმა მოაწერეს.
მემორნადუმი თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას, გერმანული მხარის მიერ პროფესიონალი კადრების დახმარებით სათანადო კონსულტაციების გაწევასა და ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ასევე გერმანული მხარის წარმოებული დამხმარე საშუალებებით საქართველოში, „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის“ ბაზაზე შესაბამისი ბენეფიციარების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის დამზადება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს