თავდაცვის უწყებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი ესტუმრა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა ქართულ მხარეს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს