“თავი დაანებოს ამ დემაგოგიას, ოპოზიციის დისკრედიტაციას და მიხედოს იმ ორ თბილ ადგილს, რომელიც პარლამენტში მოიპოვა”


ავტორი
Front News საქართველო
ალეკო ელისაშვილმა თავი დაანებოს ოპოზიციის დისკრედიტაციას და მიხედოს იმ ორ თბილ ადგილს, რომელიც პარლამენტში მოიპოვა, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი მოწოდების კომენტირებისას განაცხადა.
„ბატონი ელისაშვილი, არ ვიცი, ამ ქვეყანაში ცხოვრობს? ადევნებს თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს? მზად რომ ვყოფილიყავით და მოგვწონებოდა ეს შეთანხმება, მოვაწერდით ხელს. რომ არ მოვაწერეთ, ესე იგი, არ მოგვწონს, მიუღებელია და მათ შორის მედიატორისთვისაც მიუღებელია ცარიელ პუნქტებზე ხელის მოწერა.
აქედან გამომდინარე, ბატონი ელისაშვილი თავს იტყუებს, ჩვეულ დემაგოგიას მიმართავს და საზოგადოება შეყავს შეცდომაში. თავი დაანებოს ამ დემაგოგიას და მიხედოს იმ თავის ორ ადგილს, თბილ ადგილს, რომელიც პარლამენტში მოიპოვა, დაანებოს ოპოზიციის დისკრედიტაციას თავი“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს პარტიებს მიმართა, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირონ, მზად არიან თუ არა, ხელი მოაწერონ დანიელსონის დოკუმენტს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს