“თბილისიდან ჩადის ხალხი გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნებით და სუს-ისგან გადაბირებული ოჯახი აცხადებს, რომ ემიჯნებიან ამ აქციას”


ავტორი
Front News საქართველო
ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი თბილისიდან ქვემოჭალაში ჩადის და სუს-ისგან გადაბირებული გატაცებულის ოჯახი კი აცხადებს, რომ ემიჯნება აქციას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა რა უნდა ეშველოს ამ ქვეყანას, ზოგჯერ ვეღარ ვხვდები. თბილისიდან ჩადის ხალხი ქვემოჭალაში ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნებით და ამ დროს სუს-ისგან გადაბირებული გატაცებულის ოჯახი აცხადებს, რომ ემიჯნებიან ამ აქციას. ასევე იქცეოდნენ მთელი ეს თვეები, უარს გვეუბნებოდნენ ხმაურიანი ღონისძიებების ორგანიზებაზე, რის გამოც სამოქალაქო აქტივობა დაიბლოკა, ეს კი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ოკუპანტთა დაუსჯელობის სინდრომისა, რასაც ეს განაჩენიც მოჰყვა. იძახეთ, იძახეთ, რომ არ გინდათ პარტიები და პოლიტიკა და როგორ ეტირება საბოლოოდ დედა ამ ქვეყანას, მერე შედეგები არავის გაუყოთ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს