თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებსაც ფარული აუდიოჩანაწერების ფაილები დაეგზავნათ.
ცოტა ხნის გამოკითხვაზე მივიდა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
“მყისიერად ვაცნობე პროკურატურას, რომ მოვიდოდი და მივცემდი ჩვენებას, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, უსმენდა მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქის გარემოცვას, საპატრიარქოში დასაქმებულ ადამიანებს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა