თბილისსა და ბათუმში საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ

ავტორი
Front News საქართველო
თბილისსა და ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ.
აქცია თბილისში, პარლამენტთან გაიმართება, ბათუმში კი, მოქალაქეები 20:00 საათზე საკრუიზო გემთან შეიკრიბებიან.
აქციებს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდებიან.
საკრუიზო გემით ბათუმში 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ “აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს”.
თაგები:
ოკუპანტები




