თბილისში ჩინეთის მოქალაქე ქალი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე “მასაჟის ცენტრში” ჩინეთის მოქალაქე ქალი მოკლეს.
დაჭრილია კიდევ ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
მომხდარის დეტალები უცნობია.
“ძალიან დაუცველად ვგრძნობთ თავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ მოხდა, ერთმა პირმა ყელი გამოჭრა ერთ ჩვენ კოლეგას, მეორე კოლეგა კი დაჭრა. პოლიცია მთელი ღამე მუშაობდა, მაგრამ როგორც ვიცი არავინ დაუკავებიათ. ძალიან გვეშინია და არ ვიცით როგორ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას”, – აცხადებს ცენტრის თანამშრომელი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს