თბილისში ოჯახი 26 წლის ნუკრი დანგაძეს ეძებს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში ოჯახი 26 წლის ნუკრი დანგაძეს ეძებს.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა გუშინ საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, წერეთლის გამზირიდან, სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ ჩანს, ვერც ტელეფონით უკავშირდებიან.
როგორც ცნობილია, საქმის კურსშია პოლიციაც.
ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, ახალგაზრდის შესახებ რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დარეკონ ნომერზე – 550 50 17 27.
თაგები:





