Logo

თბილისში სახლის აივნის ჩამონგრევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
1060
Frontnews image description

თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში სახლის მე-2 სართულის აივანი ჩამოინგრა.

 

აივანზე 74 წლის ქალი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

 

მეზობლების თქმით,  საცხოვრებელი კორპუსი ავარიაულია და რეაბილიტაცია სჭირდება.

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

Advertisement