თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცი დაჭრეს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის წინ მამაკაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან ესროლეს, რომელიც შემდეგ გაქცევის დროს სავარაუდოდ, სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სავარაუდოდ, სამი ტყვია აქვს მოხვედრილი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თაგები:
დაჭრა




