The Times – ზელენსკის მოსაკლავად კიევში რუსეთის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
The Times-ის ინფორმაციით, კიევში რუსეთის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს, რომლებსაც კრემლისგან პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების მოკვლა აქვთ დავალებული.
როგორც ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, საუბარია კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლებზე, რომლებიც ხუთი თვის წინ ჩავიდნენ აფრიკიდან სოლიდური ფინანსური ბონუსის სანაცვლოდ ზელენსკის მთავრობის მოკვლის მისიით. მათი ამოცანაა კიევის მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადასასვლელად ნიადაგის მომზადება.
გამოცემის ცნობით, დაქირავებული მებრძოლების მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ შაბათს დილით მიიღო, რის შემდეგაც კიევში 36-საათიანი მკაცრი კომენდანტის საათი გამოცხადდა, ქალაქის რუსი დივერსანტებისგან გაწმენდის მიზნით.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა