The Washington Post – ყირიმის დეოკუპაციამ პუტინს შესაძლოა, ბირთვული ბომბის გამოყენებისკენ უბიძგოს


ავტორი
Front News საქართველო
ყირიმის დეოკუპაციამ შესაძლოა, ბირთვული ომის პროვოცირება გამოიწვიოს, რადგან ვლადიმერ პუტინი ნახევარკუნძულის დაკარგვას არ შეეგუება და მან შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ The Washington Post წერს.
“რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის ყირიმის ანექსია გახდა მისი მემკვიდრეობის საყრდენი, რომელიც დაიშლება, თუ ის დაკარგავს ნახევარკუნძულს. პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა, დაიბრუნოს ყირიმი, გადალახავს “წითელ ხაზს“, რომელსაც ის არ მოითმენს”, – წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, უკრაინის სურვილი, დაებრუნებინა ყირიმი, ჩანდა “მიუღწეველ ფანტაზიად”, მაგრამ ბოლოდროინდელმა უკრაინულმა გამარჯვებებმა ბრძოლის ველზე და მოსკოვის შეცდომებმა, უცებ ეს “სარწმუნო გახადა – ალბათ, საშიშიც”.
The Washington Post წერს, რომ დასავლეთი, უკრაინის მხარდაჭერისას შიშობს, რომ “ყირიმში უკრაინის ნებისმიერმა სამხედრო შესვლამ შეიძლება აიძულოს პუტინი გადამწყვეტი მოქმედებისკენ“, პოტენციურად ბირთვული ბომბის გამოყენებისკენაც კი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რომელიც მოსკოვის დაპირებისამებრ, სამუდამოდ “რუსეთად დარჩება”, რუსმა ოფიციალურმა პირებმა რიტორიკა გააძლიერეს.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ყირიმზე “თავდასხმის“ შემთხვევაში „განკითხვის დღის“ პირობა დადო და რუსეთის დუმამ კი “უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმით“ მუქარა დაიწყო.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს