თეა წულუკიანი – ამ ბანერში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ

ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ “სისხლიან ბანერებში” საძრახისს ვერაფერს ხედავს.
“სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლში არის შევარდნა ან შევარდნის მცდელობები ოპონენტების მხრიდან, მათ მიერ დაქირავებული მედიის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც მათ შორის ჩვენი შვილები სახლიდან ვერ გამოდიან. ეს ჩემი და სხვების რეალობაა ყოველდღიური.
როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა არის სიძულვილის კასკადები, არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილს, არავითარი სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკაში. როდესაც მოხუცი მშობლების ბინაში იჭრები მოტყუებით, ეს არავის არ გაინტერესებთ და მხოლოდ ბანერი გაინტერესებთ. ამ ბანერში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


