
ავტორი
Front News საქართველო
პარიზის ოლიმპიადაზე გვაქვს მოლოდინი ძალიან ბევრი ოქროს და ყველა სინჯის მედლის, ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პიედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს ყველაზე დიდი შედეგი ჰქონდა ტოკიოს ოლიმპიადაზე, თუმცა ახლა არის მოლოდინი, რომ ოლიმპიელები პარიზის ოლიმპიადაზე უკეთეს შედეგებს დადებენ.
“დღემდე ჩვენ ყველაზე დიდი შედეგები ისტორიულად გვქონდა ოლიმპიადაზე ტოკიოში, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ჩვენი ოლიმპიელები კიდევ უკეთეს შედეგებს დადებენ, ვიდრე ეს იყო ტოკიოში. მოლოდინი გვაქვს ძალიან ბევრი ოქროს მედლის და ყველა სინჯის მედლის და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პიედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება. ამისთვის მთავრობამ, სამინისტრომ, ფედერაციებმა, ოლიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა სპორტსმენმა ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა, ჩვენ სპორტსმენებს, რომელთანაც შეხვედრის პატივი მე გუშინ მქონდა, ვუსურვო ჯანმრთელობა, ფიზიკური, სულიერი მხნეობა, ეს უმნიშვნელოვანესია ამ მძიმე ძალისხმევის წინ და მერე ვუსურვო დიდი სიხარული ყველას და გამარჯვებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თაგები:
თეა წულუკიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს