
ავტორი
Front News საქართველო
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ უკრაინის რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს დავით არახამიას სერიოზულად ვერ აღიქვამს.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ამავდროულად, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს? ამიტომ, თუ მოახერხა, თავის თავს უშველოს.
იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი აქვს წინ სიცოცხლეში. ამ დროში თუ მოახერხებს, რომ თავის თავს უშველოს, დიდ წარმატებად ჩაითვლება. მაგრამ ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?!“, – განაცხადა წულუკიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს