Logo

“თეა წულუკიანს 9 000 ლარის გვირგვინი და თაიგული აქვს შეკვეთილი”

საზოგადოება
562
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს 9 000 ლარის გვირგვინი და თაიგული აქვს შეკვეთილი. 

დონაძე აცხადებს, რომ წულუკიანმა ალბათ, წინასწარ განსაზღვრა კულტურის რამდენი მოღვაწე დაიღუპება.

"რაც კულტურის მინისტრად მოვიდა წულუკიანი, 11 ათასი ლარის თაიგულები და გვირგვინებია შეძენილი. ანუ 1100 ლარის გვირგვინები და თაიგულები უკვე შეიძინა, ამის შეძენა განხორციელდა და წულუკიანმა წინასწარ განსაზღვრა კულტურის რამდენი მოღვაწე დაიღუპება ეტყობა, იმიტომ რომ 9 000 ლარის გვირგვინი და თაიგული უკვე შეკვეთილი აქვს, ხელშეკრულება დადებული აქვს და ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს", – განაცხადა დონაძემ.

თაგები:

Advertisement