Logo

თელავში 27 წლის ახალგაზრდამ ოჯახის წევრები მოკლა

საზოგადოება
759
Frontnews image description

თელავში, გოშაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ადგილობრივებს მომხდარის მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

თაგები:

Advertisement