თელავში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ერთი ნაწილი დაიწვა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, შედეგად დაზიანებულია ნაძვის ხის კენწერო და ილუმინაციები.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ, ფოიერვერკმა გამოიწვია.
თელავში ნაძვის ხე საზეიმოდ 24 დეკემბერს აანთეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს