Logo

თემქაზე 24 წლის ბიჭს საყურის გამო თავს დაესხნენ

შემთხვევა
1246
Frontnews image description

თემქაზე 24 წლის ბიჭს საყურის გამო თავს დაესხნენ. ის სკვერში გადაადგილდებოდა,  რა დროსაც თანაუბნელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავში რკინის ხელჯოხი ჩაარტყეს. 

 

ახალგაზრდა, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს, საავადმყოფოშია მოთავსებული. 

 

როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, მისი შვილი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ჩაცმის საკუთარი სტილი აქვს, ზოგჯერ კი საყურეს ატარებს.  

 

მისი ინფორმაციით,  თავდასხმაში 3 არასრულწლოვანი მონაწილეობდა.  

 

დაზარალებულის დედა დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

თაგები:

თავდასხმა
Advertisement