Logo

თემურ ალასანიას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაკითხავენ

სამართალი
867
Frontnews image description

თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ალასანიას დღეს დაკითხავენ. 

 

მიხეილ სააკაშვილის ბიძის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა.

 

ის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე,  2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

 

გამოძიებას შსს-ს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს. 

 

ალასანია საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

Advertisement