Logo

თემურ მიქელაძე – ეკატერინე ტიკარაძეს მოუწია განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მუშაობა და მე ვთვლი, რომ მისი საქმიანობა იყო წარმატებული

საზოგადოება
1642
Frontnews image description

ეკატერინე ტიკარაძეს მოუწია განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მუშაობა და მე ვთვლი, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაო იყო წარმატებული, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ტიკარაძე და მისი გუნდი იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომელიც მორგებული იყო როგორც პაციენტზე, ისე სამედიცინო პერსონალზე.

 

“მე როგორც ერთს ექიმს, როგორს იმუნიზაციის საბჭოს წევრს და ასევე, ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭოს წევს, მიწევდა მასთან და მის გუნდთან ურთიერთობა და ეს მაქსიმალურად კომფორტული იყო, რამეთუ ისინი გუნდურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ეს გადაწყვეტილებები მორგებული იყო, როგორც პაციენტის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის“, – განაცხადა მიქელაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები