
ავტორი
Front News საქართველო
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა და ახლადინფიცირებული პაციენტების რაოდენობა შედარებით შემცირდა.
“ქვეყანაში სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა. ახლად ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა და აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობა შემცირდა. თუ ჩვენ შევძლებთ მივეჩვიოთ პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე, იმ მინიმალურ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც დაწესებულია, იმედი მაქვს, რომ კლების ტენდენცია სტაბილური იქნება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 ადამიანი გარდაიცვალა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს