Logo

თერჯოლაში იუსტიციის სახლი აშენდება

საზოგადოება
833
Frontnews image description

თერჯოლაში იუსტიციის სახლი აშენდება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ  ქ.თერჯოლაში ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ახალი ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი.

ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ კოხრეიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები.

თერჯოლაში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდება და ფილიალის საერთო ფართი 818 კვადრატული მეტრი იქნება. სამშენებლო პროექტი უკვე მზადაა, შერჩეულია მიწის ნაკვეთიც. იუსტიციის სახლის ფილიალი ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქ. №116-ში განთავსდება.

თერჯოლის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

მშენებლობაზე ტენდერი 25 მარტს გამოცხადდა.  თერჯოლის ფილიალი მეხუთე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება.

თაგები:

Advertisement