თერჯოლის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და დახარისხება აქტიურად მიმდინარეობს.
პროცესში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან, ასევე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
„მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარულ აქციაში.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნეს სექტორის ჩართულობა, ასევე საჯარო/კერძო სკოლების, ბაღებისა და მოხალისეების აქტიურობა.
ამ ეტაპზე სპორტსკოლაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვილი პროდუქტების, ტანსაცმლისა და პირველადი საჭიროების ნივთების დახარისხება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა სახსრები პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად. გვჯერა უკრაინაში ომი მალე დასრულდება და მშვიდობიანად გააგრძელებს განვითარებას“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, ანგარიში გაიხნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გადარიცხოს თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
ანგარიშის ნომერი – 300208800
ინტერნეტბანკით ან სხვა ნებისმიერი გადარიცხვის დროს უნდა აირჩიოთ ბიუჯეტში გადარიცხვა და დანიშნულებაში მიუთითოთ- ,,უკრაინისთვის“
ამ დროის მონაცემებით , ქველმოქმედების სახით სულ შემოსულია 19 655 ლარი.
აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომრებზე – 598 58 74 38; 598 70 75 40; ან მივიდნენ შემდეგ მისამართზე: რუსთაველის ქუჩა #103; (სპორტის სასახლე);
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობის დახმარებით მოხდება.
თაგები:
თერჯოლა




