თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფის სამაშველო ღონისძიებაში მაშველებთან ერთად ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწვერვალ თეთნულდზე მყოფ ტურისტების ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ძალების მობილიზება. დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ამ დროისთვის მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაშველები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს