თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება, თუ უკრაინაში შეიჭრება


ავტორი
Front News საქართველო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, – ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან სატელეფონო ბრიფინგზე განაცხადეს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსული იურიდიული პირების მიმართ სანქციების გარდა, სერიოზული შეზღუდვები შეიძლება, დაწესდეს აშშ-დან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ პროდუქტებზე, ასევე აშშ-ის იურისდიქციას დაქვემდებარებულ უცხოური წარმოების საქონელზე.
ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაცია შეიძლება, შეიტანოს იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული ექსპორტის კონტროლზე. ამ სიაში უკვე შედიან კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა