თეთრი სახლი – აშშ-ს სურს, Abrams-ის ტანკები უკრაინას იმაზე უფრო სწრაფად მიაწოდოს, ვიდრე დაგეგმილი იყო


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების გადაცემის პროცესის დაჩქარებას გეგმავს და ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ უკვე მუშაობს ტანკების მიწოდებაზე ცოტა უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.
“ჩვენ ვმუშაობთ ამაზე… არის გარკვეული ცვლილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს პროცესის დასაჩქარებლად“, – აღნიშნა კირბიმ.
ჯერ კიდევ იანვარში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ თავის საბრძოლო ტანკებს Abrams M1 უკრაინას გადასცემდა. საუბარია 31 ერთეულზე.
თაგები:
ჯონ კირბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს