Logo

თეთრი სახლი – ბაიდენი პოლონეთში კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ ამერიკა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს

უკრაინა
942
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გააკეთებს განცხადებას, რომელსაც ის მიუძღვნის უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს. მიმართვის დროს ამერიკელი ლიდერი ასევე აპირებს სიგნალის გაგზავნას ვლადიმერ პუტინისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბაიდენი სიტყვით გამოვა ვარშავაში სამშაბათს, 21 თებერვალს, იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინა შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს გაერთიანება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც საკუთარ თავისუფლებას და დემოკრატიას იცავენ.

 

ასევე, სიტყვით გამოსვლისას ამერიკელი ლიდერი კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ დასჭირდება.

 

“მეეჭვება, რომ მოისმენთ მის მიმართვას ბატონი პუტინისა და ასევე რუსი ხალხისადმი”, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს 20 თებერვალს ეწვევა. მას აქვს დაგეგმილი არაერთი შეხვედრა და გამოსვლა პოლონელ ხალხთან.

 

პოლონურმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი შესაძლოა, პოლონეთს ეწვიოს ბაიდენთან შესახვედრად, თუმცა ეს ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement