Logo

თიბისი, უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივ ანგარიშს ხსნის და პირველი დონაციის სახით, 200 000 ლარს რიცხავს

საზოგადოება
351
Frontnews image description

უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივი გადარიცხვებისთვის, თიბისი ანგარიშს ხსნის. 

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, თიბისის ანგარიშზე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.   

გუნდის სახელით, პირველ,  200 000 ლარის ოდენობის დონაციას  თიბისი განახორციელებს.

შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე.

ლარის ანგარიშის ნომერი: #GE68TB7318736080100007მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის  და ევროს ანგარიშის ნომერი: #GE80TB7318736180100001მიმღები: NNLE TIBISELEBI

თაგები:

თიბისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები