თიბისის მხარდაჭერით “ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

ავტორი
Front News საქართველო
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა და ანტრეპრენიორობის პრინციპების გაცნობასა და პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე მუშაობის შესაძლებლობის შექმნას.
მარათონში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციის გამოგზავნას გულისხმობდა, უკვე დასრულდა. შერჩეული გუნდები შემდეგ ეტაპზე გადავლენ და ტრენერებთან ერთად ბიზნეს იდეის ძირითად საკითხებს დაამუშავებენ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები უხელმძღვანელებენ.
თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია პარტნიორობს აღნიშნულ პროექტთან. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, თიბისი ახალი თაობისთვის სტარტაპერთან ერთად მარათონში მონაწილე შერჩეულ გუნდს დააჯილდოებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში.
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


