თიბისის მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) ბიზნეს სამიტი ჩატარდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერით CX ბიზნეს სამიტი გაიმართა. სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის განსხვავებულ მიდგომები და წარმატების ისტორიები სხვადასხვა ინდუსტრიებში ამ კუთხით გამორჩეულმა ქართულმა კომპანიებმა გააზიარეს.
CX Business Summit-ზე მთავარი სპიკერი საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი – Shaun Belding იყო. სამიტზე კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდათ CX მართვის მიდგომები და სისტემები გაეცნოთ.
ღონისძიების ორგანიზატორი CX Hub-ია. კომპანიის მიზანია გახდეს ბიზნესის პარტნიორი Customer Experience-ის (CX) სისტემური მართვის ჩამოყალიბებაში და დაეხმაროს ბიზნესს ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში. ეს კი საბოლოო ჯამში, დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება მომხმარებლისთვის კომპანიებთან ურთიერთობაში გამოცდილების გაუმჯობესების სახით.
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


