თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ქუჩაზე, “გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება

ავტორი
Front News საქართველო



საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩის #24-ში, საცხოვრებელი კომპლექსის – „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა თიბისის მხარდაჭერით შენდება.
“გრინჰილ რეზიდენსი” 33 500 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს.
კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი 3 დასრულებული ეტაპი 10 ბლოკს მოიცავს. ბოლო ფაზა, რომელიც 2 საცხოვრებელ ბლოკს გულისხმობს, 80 მეტრითაა დაშორებული დასრულებული ბლოკებისგან.
კომპლექსის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა აერთიანებს 5000 კვ.მ გამწვანებულ, შიდა, დაცულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, სკვერს, 25 მეტრიან საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, სპას, პარკირების 400-მდე უფასო ადგილს.
ასევე, კომპლექსის უპირატესობებია: ხედი მდინარე ვერესა და წყნეთზე; ვერეს ხეობის დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემო; მეტროსადგური 500 მეტრში; 100 მეტრში კი – ჰიპერმარკეტი.
კომპლექსში ბინები 53 კვ.მ-დან, მცხოვრებლების სურვილის შესაბამისად – თეთრი კარკასით ან რემონტით ბარდება.
“გრინჰილ რეზიდენსის” ბოლო ფაზის მშენებლობა, 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:
https://www.facebook.com/GreenHillResidenceTbilisi
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


