თიბისის მობაილბანკს სამომხმარებლო სესხის ფუნქციონალი დაემატა


ავტორი
Front News საქართველო
აქ.ახლა – თიბისის მობაილბანკში სამომხმარებლო სესხის აღება, საუკეთესო პირობით, ავტომატურადაა შესაძლებელი. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვედაემატა.
ფუნქციონალის გააქტიურებას მომხმარებლები მობაილ ბანკიდან შეძლებენ და თან 100-მდე ერთგული ქულით დასაჩუქრდებიან. 1 ერთგული ქულა 1 ლარის ტოლია და დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ ობიექტებში.
მობაილბანკიდან აღებული სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი – 14.5%,ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 18%-დან იქნება.
სესხის აღება მომხმარებლებს მობაილბანკის შეთავაზებების კატეგორიიდან შეუძლიათ, სადაც, სასურველი პირობების არჩევის და ხელშეკრულების დადასტურების შემდგომ, თანხა მათ ანგარიშზე აისახება.
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მობაილბანკის აპლიკაციის განახლება. ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.products.tbconline.ge/digital-loan
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს