Logo

თიბისის ტექგუნდი ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია AutomationSTAR- ს დაესწრო

ბიზნესი-ეკონომიკა
1459
Frontnews image description

თიბისის ტესტერთა გუნდი ბერლინში კონფერენციას AutomationSTAR-ს დაესწრო. AutomationSTAR 2-დღიანი ღონისძიებაა, 2023 წელს 31-დ ჩატარდა და მთელი მსოფლიოდან ტესტირების სფეროს ასობით ლიდერს და ინჟინერს უმასპინძლა.

 

კონფერენციის სპიკერებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. მათ შორის, ტესტირების ზოგად სტრატეგიებზე, ავტომატიზაციის სამიზნე ფუნქციონალის სწორად შერჩევაზე მთლიან სისტემაში, გუნდებში როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებაზე, რისკების მართვაზე, პროექტის ჩარჩოზე, ტესტირების ავტომატიზაცია-ზე CI/CD pipeline-ებში და სხვა.

 

“AutomationSTAR და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპანიის გამოცდილების, მიდგომების და ხედვების შესახებ იღებ ინფორმაციას და ფართო მასშტაბზე გადიხარ. ასევე, ჩვენი განვითარებისა და მოტივაციისთვისაც უმნიშვნელოვანესია”, – აცხადებს ალინა ტყაბლაძე, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის მენეჯერი და დივიზიის ლიდი.

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის.

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement