
ავტორი
Front News საქართველო
მათ შეუძლიათ, რომ ისხდნენ დარბაზში, მორჩა! მათ აპრილამდე ეკრძალებათ იყვნენ რაიმე თანამდებობაზე, იყვნენ რაიმე ისეთი ტიპის მისიებში, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ერჩივნა, რომ მათი უფლებამოსილების შეჩერება ახლავე მომხდარიყო.
“მათი უფლებამოსილების შეჩერება, რომ არ ხდება ეს არის სიმართლე, ოღონდ სად არ ხდება მათი უფლებამოსილების შეჩერება? მათ შეუძლიათ, რომ ისხდნენ დარბაზში, მორჩა! მათ აპრილამდე ეკრძალებათ იყვნენ რაიმე თანამდებობაზე, იყვნენ რაიმე ისეთი ტიპის მისიებში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ახორციელებს, იყვნენ მომხსენებლები რაიმე თემაზე. ერთადერთი, რისი უფლებაც მათ დარჩათ არის ის, რომ ფიზიკურად ისხდნენ სხდომათა დარბაზში.
“ქართულ ოცნებას” ერჩივნა, რომ მათი უფლებამოსილების შეჩერება ახლავე მომხდარიყო და ის დოკუმენტი არ მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც დევს ახლა, როგორც ვარიანტი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს