
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობას პირობა აქვს დადებული, რომ აპრილის დასაწყისში იურიდიული დოკუმენტაცია უნდა გააფორმონ ჩინურ კომპანიასთან და გადასცეს ანაკლია. ეს იქნება ძალიან დიდი ხნით ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ნაღმების ჩადება, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის ანაკლიის გადარჩენა ახლა არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი.
“მთავრობას პირობა აქვს დადებული, რომ აპრილის დასაწყისში იურიდიული დოკუმენტაცია უნდა გააფორმონ ჩინურ კომპანიასთან და გადასცეს ანაკლია. ეს იქნება ძალიან დიდი ხნით ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ნაღმების ჩადება.
გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის ანაკლიის გადარჩენა ახლა არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” მისთვის ჩვეული სიჯიუტით და სითავხედით არ მიუდგება და სერიოზულად შეხედავს იმ უმძიმეს პერსპექტივას, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდება, თუკი ხელშეკრულებას ხელი მოეწერება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს