
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი მარცხს შეგუებულია. აღიარებისთვის მზად არის თუ არა, მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს არავითარი შანსი, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახეზეა რეჟიმი, რომელიც იმართება თვითსიდიადის რწმენაში მყოფი კონსპირაციების თეორიებით.
“ივანიშვილი მარცხს შეგუებულია. აღიარებისთვის მზად არის თუ არა, მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ის, რომ ის დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს არავითარი შანსი, ის ამაში დარწმუნებულია.
ძალიან გულწრფელი ინტერვიუ იყო, სადაც ნატურალურ მდგომარეობაში ელაპარაკა ქართველ ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს ყველაფერზე, რასაც ფიქრობს. თვითრწმენა, რომელიც ბატონ ივანიშვილს აქვს, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, ლონდონშიც და პეკინშიც გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, თბილისში როგორ მოიქცევიანო, ძალიან მძიმე ფორმაა. მას ამისი მართლა სჯერა და ამიტომაცაა სახიფათო.
ჩვენ სახეზე გვაქვს რეჟიმი, რომელიც იმართება, აი, ამ თვითსიდიადის რწმენაში მყოფი, კონსპირაციების თეორიებით”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს