
ავტორი
Front News საქართველო
ახლა კობახიძეს ძალიან მარტივი ამოცანა აქვს, რომ ერთგვარი დაპირისპირება გამოიწვიოს სამოქალაქო სექტორში. ისინი, ვინც დარეგისტრირდნენ და არ დარეგისტრირდნენ, დააპირისპიროს ერთმანეთს, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელი ხელისუფლების ინიციატივას სატყუარას უწოდებს და იმედოვნებს, რომ არასამთავრობო სექტორი ამ სატყუარას არ წამოეგება.
“ახლა კობახიძეს ძალიან მარტივი ამოცანა აქვს, რომ ერთგვარი დაპირისპირება გამოიწვიოს სამოქალაქო სექტორში. ისინი, ვინც დარეგისტრირდნენ და არ დარეგისტრირდნენ, დააპირისპიროს ერთმანეთს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არასამთავრობოების ის ნაწილი, რომელიც სრულიად არანებაყოფლობით, იძულებით, ზოგი შიშის გამო, ზოგი ჯარიმის შიშის გამო, რომელიც ვირტუალური, დარეგისტრირდნენ. ახლა ცდილობენ, რომ მოისყიდონ ეს ორგანიზაციები.
მე ვფიქრობ, რომ ამ ცდუნებას გაუძლებს ძალიან ბევრი ორგანიზაცია იმ 400-მდე “ენჯეოდან”, რომელიც რეგისტრირებულია და ამ სატყუარას არ წამოეგება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გადაუგდო”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს