
ავტორი
Front News საქართველო
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობა მიღებული აქვთ ყველაზე უფრო მძიმე სანქციების დროსაც კი მსოფლიოს დიდ დიქტატორებს, ლავროვიც ჩადიოდა და ბოლო დღემდე მონაწილეობდა, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაერო ბოლომდე ცდილობს, რომ არ ამოწუროს დიალოგის შანსი და გააჩინოს იმის შესაძლებლობა, რომ ლიდერებთან რაღაც ტიპის რაციონალურ შედეგებამდე მივიდნენ.
“ამერიკაში ირაკლი კობახიძის ყოფნას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რომ აი, ის ამერიკაში ჩავიდა, იმიტომ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობა მიღებული აქვთ ყველაზე უფრო მძიმე სანქციების დროსაც კი მსოფლიოს დიდ დიქტატორებს, იმიტომ, რომ გაერო არის ასეთი შეკრების ადგილი, საერთაშორისო ორგანიზაცია იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს ის, ბოლომდე ცდილობს, რომ არ ამოწუროს დიალოგის შანსი და გააჩინოს იმის შესაძლებლობა, რომ ამ ლიდერებთან რაღაც ტიპის რაციონალურ შედეგებამდე მივიდნენ.
ლავროვიც ჩადიოდა და ბოლო დღემდე მონაწილეობდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულმასშტაბიანი სანქციები ჰქონდათ მათ წინააღმდეგ გამოყენებული”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმყოფება, სადაც 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს