
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო პროპაგანდამ ხალხს იმდენი ხანი ეძახა, რომ “ჩვენ თუ არ ვიქნებით, ომი იქნებაო”, რომ დიახ, ადამიანების რაღაც ნაწილმა ეს დაიჯერა, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ნარატივებს, რასაც “ქართული ოცნება” ავრცელებს, სჭირდება მწყობრი, სისტემური პასუხები.
“სახელმწიფო პროპაგანდამ ხალხს იმდენი ხანი ეძახა, რომ “ჩვენ თუ არ ვიქნებით, ომი იქნებაო”, რომ დიახ, ადამიანების რაღაც ნაწილმა ეს დაიჯერა. ამას სჭირდება პასუხები. ნებისმიერ ნარატივს, რომელსაც ავრცელებს “ქართული ოცნება” თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით, სჭირდება მწყობრი, სისტემური პასუხები.
ამომრჩეველს აქვს ძალიან რაციონალური ხედვები და ის მიდის იქ, სადაც მისი შიშები უსაფუძვლოა და ქრება. ამას, რაც უფრო მალე დაიწყებს ოპოზიციური სპექტრი, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ შედეგს, რომელიც ყველას, რაც შეიძლება მალე გვინდა რომ დადგეს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს