
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს ინსტიტუციური სიმყარე, რომ ითამაშოს გამაერთიანებლის და საზოგადოების შემკვრელის როლი, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს გაჰყვება ლეგიტიმაცია, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
“სალომე ზურაბიშვილს აქვს ყველაზე მთავარი – ლეგიტიმაცია იმის გამო, რომ თავის დროზე ის ხალხის არჩეულია და ასევე, მის გამო, რომ დღეს ამ პროტესტის პოლიტიკურ შემადგენლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მას ეს ლეგიტიმაცია გადაჰყვება, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი აღიარებს.
ამ წუთის მდგომარეობით, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს ინსტიტუციური სიმყარე, რომ ითამაშოს გამაერთიანებლის და საზოგადოების შემკვრელის როლი და ყველაზე მთავარი – ამ ქვეყნის ღირსეულად წარმომდგენის როლი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს