
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო უარეს განცხადებებს მოვისმენთ 26 ოქტომბრამდე ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში, საქართველოს დიდი პრობლემები შეექმნება.
“თუ ესენი რჩებიან ხელისუფლებაში, მაშინ რაღა გააჩერებს კოსოვიზიაციის თემას?! ვერაფერი, იმიტომ, რომ შვედეთი, დანია ან აშშ ვერ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ ითხოვს. ხიფათი ყოველდღიურად იზრდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო უარეს განცხადებებს მოვისმენთ 26 ოქტომბრამდე ხელისუფლების მხრიდან.
საქართველოს ექნება ძალიან სერიოზული პრობლემები, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, იმიტომ, რომ უკვე ვნახეთ რუსეთის გამოხმაურებები ივანიშვილის განცხადებაზე და როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ “ქართული ოცნება” რჩება ხელისუფლებაში და აკომპლექტებს ინდივიდუალურად მთავრობას, რა თქმა უნდა, ისინი დაიწყებენ პროცესს. მე მგონია, რომ მათი ამოცანა აფხაზეთის და ოსეთის მიერთებაა და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დატოვება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს