Logo

“თუ ახლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება, თუ არა, მაინც არ დაგსჯით”

საზოგადოება
689
Frontnews image description

მეუფე სტეფანემ სამი სასულიერო პირის დასჯა გადაიფიქრა და მათ ამბიონიდან მიმართა.

"თუ ახლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება, თუ არა, მაინც არ დაგსჯით. მე დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული. მღვდელმოქმედება აკრძალული გაქვთ. მამაო, კრინის კვერთხი ხელში მიჭირავს, ნუ მაიძულებ რაღაცა სხვანაირად ვიმოქმედო. შენ თუ შენდობისთვის ხარ მოსული, მოგცემ საშუალებას, სხვა შემთხვევაში შენ საქმეები მირჩიო ტაძარში, ამის უფლებას არ გაძლევ"-განაცხადა მეუფემ. 

მეუფე სტეფანე სამ სასულიერო პირს: მამა დანიელ გვილავას, პეტრე ღუდუშაურსა და ანანია კალანდიას განკვეთას უპირებდა. მათ მოსანანიებლად ვადა მისცა, რომელიც დღეს ამოიწურა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

თაგები:

Advertisement