Logo

“თუ არ იქნება სასამართლო სისტემაში სერიოზული გარღვევა, ქვეყანას დაუდგება მნიშვნელოვანი საფრთხე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”

საზოგადოება
1341
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები უნდა გატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. 

მისივე თქმით, არ შეიძლება "ქართული ოცნების" გამო, მთლიანად სახელმწიფო დაისაჯოს. 

"მთლიანი სასამართლო სისტემა არის მიტაცებული, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პოლიტიკური მართლმსაჯულების მიმართ. ამიტომ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არ იქნება სასამართლო სისტემაში სერიოზული გარღვევა, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება, მაშინ ქვეყანას რა თქმა უნდა, დაუდგება ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საფრთხე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ეს დაიწყება სანქციებით, გაგრძელდება ფინანსური დახმარების შეჩერებით, სანქციებით კონკრეტული ადამიანების და მოსამართლეების მიმართ. ეს უნდა ესმოდეთ მათ. ეს ქვეყნისთვის არის მძიმე, რაზეც ხელისუფლებას ეკისრება პირველ რიგში პასუხისმგებლობა", – განაცხადა დეკანოიძემ.

თაგები:

Advertisement