Logo

“თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ, 14 მარტს ისევ შევიკრიბებით და მოვახდენთ ქალაქის პიკეტირებას”

საზოგადოება
807
Frontnews image description

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ, მშენებელი კომპანიისა და ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ათვლა დაწყებულია. 

გამაფრთხილებელი მასშტაბური საპროტესტო აქცია ქუთაისში გუშინ გაიმართა, დღეს, კომპანია "ეკნას" სამშენებლო სამუშაოები ჯერჯერობით არ განუახლებია. ხეობაში ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა ადგილობრივები, ულტიმატუმზე ხელისუფლების ოფიციალურ პასუხს ელოდებიან. 

"ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯს ხელისუფლებისგან, როგორ გაითვალისწინებენ იმ ყველაფერს, რაც ნახეს გუშინ, ქუითაისის ცენტრალურ მოედანზე. აქციაზე დავდეთ პირობა, რომ თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ, 14 მარტს ისევ შევიკრიბებით და მოვახდენთ ქალაქის პიკეტირებას"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა. 

გუშინ, ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში, მასშტაბური აქცია გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ათასობით ადამიანი ჩამოვიდა. მათ ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს, ბათილად სცნონ ხელშეკრულება, რომელიც თურქულ კომპანიაზე ხეობის ასობით ჰექტარი მიწის 99 წლით გადაცემას გულისხმობს და დატოვოს კომპანია "ენკამ" ტერიტორია.

თაგები:

Advertisement