“თუ გახარია რეალურად ოპოზიციონერი იქნება, ის ოპოზიციისთვის დამატებითი ძალა გახდება”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას თავისი ოპოზიციონერობის დამტკიცება მოუწევს.
მისივე თქმით, თუკი ის, ვადამდელ არჩევნებსა და ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვს, ოპოზიციური სპექტრისთვის არა კონკურენტი, არამედ დამატებითი ძალა იქნება.
"ერთი მხრივ პოზიტიური იყო ბატონი გახარიას გადადგომა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ იყო იმ ადამიანის მიერ გაკეთებული გადადგომის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკაში აპირებდა მობრუნებას, იმიტომ რომ, კი არ უნდა გადამდგარიყო ბატონი გახარია იმ დღეს, როდესაც არ დაეთანხმა თავისი გუნდის წარმომადგენლებს მელიას დაკავების ფორმაზე, მას უბრალოდ თავისი უნდა გაეტანა, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბატონმა გახარიამ მართლაც გადაწყვიტა დამოუკიდებელი ფიგურა იყოს და აბსოლუტურად გაემიჯნოს ივანიშვილს, მაგრამ მას დასჭირდება ამის დამტკიცება.
პირველ რიგში, მას მოუწევს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ხელისუფლებიდან მოდის. რა თქმა უნდა ბევრ რამეს, როცა ხელისუფლებაში ხარ, ვერ ამბობ, ან ბოლომდე არ ამბობ, მაგრამ თუ შენ უკვე ოპოზიციაში გადმოდიხარ, უკვე ვალდებულება გაქვს, ყველაფერი რაც სახელმწიფოს საიდუმლოებასა და სახელწიფო ინტერესებს ეხება, ან ის, რაც უბრალოდ ადამიანური ღირსების საკითხი იყო, აუხსნა საზოგადოებას შენი პოზიციიდან გამომდინარე. ამიტომ, მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით. მას მოუწევს იმის დამტკიცება, რომ არ არის ივანიშვილის სათადარიგო საბურავი და დამოუკიდებლად აპირებს თამაშს. თუ გახარია რეალურად ოპოზიციონერი იქნება, ის ოპოზიციისთვის კონკურენტი კი არ გახდება, დამატებითი ძალა იქნება, იმიტომ რომ, მაშინ მას უნდა მოუნდეს ვადამდელი არჩევნები, ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება და ა.შ"- განაცხადა ბურჯანაძემ "ტვ პირველთან".
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


